13:17 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 17:48:17, 720 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა და ქართულმა დელეგაციამ კიევში „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

მსვლელობა ინსტიტუტის ქუჩიდან დაიწყო და ყველა ის ქუჩა გაიარა, სადაც ერთი წლის წინ უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი, ე.წ. „ზეციური ასეული“ და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

პეტრო პოროშენკო და ევროპელი ლიდერები მოედანზე ლამპრებით ხელში გამოვიდნენ. მათი ხელმძღვანელობით „ღირსების მარშში“ მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეჩერდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა და დაღუპულების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ასევე მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი, მათ შორის ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ლიდერები. უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავისადმი მიძღვნილ მსვლელობაში უკრაინის პატრიარქი ფილარეტიც მონაწილეობდა. მშვიდობისთვის ლოცვა  დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics