12:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 11:08:56, 1075 ნახვა

Lifestyle
მორიგი ვიდეოკადრები - „წადით პოლიტიკიდან, თუ არა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“

სოციალურ ქსელში  პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გავრცელდა. ამჯერად ვიდეოში ასახული პირების სახეები დაფარულია.

ვიდეოს განარტებაში ნათქვამია: „წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები თუ არადა და ელოდეთ შემდეგ სერიებს“.

ვიდეომასალა facebook-ში სმს-გზავნილის სახით ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს მიუვიდა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს:

„ისევ მომივიდა ინბოქსში გზავნილი ანონიმისგან. არ ვიცი ვინ ხართ და რატომ აკეთებთ ამას,მაგრამ მინდა იცოდეთ,რომ ამით მხოლოდ იმას მიაღწევთ -ადამიანებს გაუმძაფრებთ დაუცველობის გრძნობას, შანტაჟს და ტერორს სიკეთე ჯერ არასდროს არავისთვის მოუტანია. რაც უნდა კეთშობილურ მიზანს ამოაფაროთ - შანტაჟი შანტაჟია და ტერორი ტერორად დარჩება.

მოგიწოდებთ შეწყვიტოთ ეს საშინელება!!“ - წერს მაკა რაზმაძე.

ცნობისთვის, პარასკევს სოციალურ ქსელში პირველი კადრები გავრცელდა. ვიდეოში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება იყო ასახული. 

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics