12:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 11:49:03, 827 ნახვა

სპეციალური ანონსი
ვაშაძე - 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე - მსვლელობით წავალთ პარლამენტისკენ, სადაც გავშლით კარვებს და მთელი ღამე დავრჩებით

დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ - განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ ცოტა ხნის წინ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პარალელურად, დედაქალაქში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში, ავტომანქანებით მსვლელობაც მოეწყობა.

„ჩვენ გვიერთდებიან რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები - დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი მსვლელობის პარალელურად, მთელ ქალაქში გაიმართება მანქანებით მსვლელობა, რომელიც გაგრძელდება, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე.

ჩვენ განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის მანძილზე ვაპირებთ დარჩენას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, არაფერი საერთო არ აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან, პარლამენტთან. ეს იქნება უბრალოდ თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ ექნება ჩვენი მხრიდან“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics