13:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-12 15:48:47, 828 ნახვა

სპორტი
კალაძე: საშიშროებაა, რომ აფხაზეთს ელექტროენერგია ვერ მივაწოდოთ

 „დაახლოებით  ორი კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროებაა, რომ მათთვის   მიწოდება  ვერ შევძლოთ“,-ასე გამოეხმაურა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, შესაძლოა, აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

როგორც კალაძემ აღნიშნა,  პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები ერთობლივად მიმდინარეობს.

„დაახლოებით ორი კვირის მარაგია  ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და საშიშროება არის იმის, რომ ვერ შევძლოთ ელექტროენერგიის მათთვის  მიწოდება. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს, ვმუშაობთ ერთობლივად, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული, რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩეს“,-განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics