13:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 15:45:34, 1052 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: 2014 წელს ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2014 წელს ბიუჯეტის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ. 

უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით,  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 9 120,9 მლნ ლარი შეადგინა,  რაც გეგმის - 9 105 მლნ ლარის 100,2%-ია.

„ გეგმა გადაჭარბებულია 15,9 მლნ ლარით. მათ შორის:  შემოსავლებმა შეადგინა 7 398,7 მლნ ლარი რაც გეგმას - 7,319 მლნ ლარს 79,7 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი 101,1 %-ია;  საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 6 847.0 მლნ ლარი, რაც გეგმას 27.0 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 100,4 %-ს“, – აცხადებენ სამინისტროში. 

მათივე ცნობით, შემოსულობების კუთხით 2014 წლის შესრულება ბოლო წლებში ყველაზე მაღალია. 2009 წელს შემოსულობების გეგმა  98.4%-ით შესრულდა, 2010 წელს 100.1%,  2011 წელს - 97.7% , 2012 წელს - 98.1%, 2013 წელს - 91.6%-ით.

„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა 8 973.6 მლნ ლარი, რაც გეგმის 9 080.0 მლნ ლარის 98,8 %-ს შეადგენს. ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცენდენტოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მიღწეულ იქნა იმ პირობებში, როცა წლის განმავლობაში ბიუჯეტი არ დაკორექტირებულა. 2009 წელს გადასახდელების გეგმა შესრულდა 97.1%-ით, 2010 წელს - 98.4%, 2011 წელს 98.5%-ით 2012 წელს 96.5%-ით 2013 წელს - 92.6%“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics