23:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-18 22:55:45, 2559 ნახვა

სხვადასხვა
ირანელი მომიტინგე ერფან სოლტანი, პატიმრობაში ყოფნისას ცემით მოკლეს

 ირანელი მომიტინგე ერფან სოლტანი, რომლის სიკვდილით დასჯა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩარევის შემდეგ დროებით შეჩერდა, პატიმრობაში ყოფნისას ცემით მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა i24NEWS იუწყება.

სოლტანი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა დემონსტრანტთაგანი იყო, რომელსაც ირანის სასამართლომ „ღვთის წინააღმდეგ ომის“ ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მისი საქმე საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social საჯაროდ ახსენა სოლტანის სახელი და ირანის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მისი და სხვა მომიტინგეების სიკვდილით დასჯას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.
ამ განცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა სოლტანის სიკვდილით დასჯა შეაჩერა. თუმცა, როგორც ახლა იუწყებიან, ოფიციალური დასჯის შეჩერების მიუხედავად, იგი ციხეში ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.
ირანის ოფიციალურ სტრუქტურებს ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics