02:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 16:42:58, 6376 ნახვა

ევროპის ამბები
ბართლომე ფირცხალაშვილი - ანიტა რაჭველიშვილი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა

კომენტარის მიზანი იყო, რაჭველიშვილი მიმხვდარიყო, რომ ზღვარს გადავიდა - ამის შესახებ, არქიმანდიტრმა ბართლომე ფირცხალაშვილმა ტელეკომპანია "პირველს" განუცხადა.
მისი თქმით, მას საოპერო დივა ანიტა რაჭველიშვილი არ დაუწყევლია.

"მამების გამო შვილი არავინ უნდა გალანძღოს. ბუნებრივია, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. "კრეტინო, საცოდავო, უბედურო" არამგონია იყოს ღირსეული ადამიანის გამონათქვამი. მხოლოდ ერთ მიზანს ისახავდა ჩემი კომენტარი, რომ ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილი მიმხვდარიყო, რომ გადავიდა ზღვარს, ყველანაირ ზღვარს ადამიანთან ურთიერთობაში. ვიღაცამ აღიქვა წყევლად. იქ არც სურვილი იყო და არც კონკრეტულად მიმართება. ” - განაცხადა ფირცხალაშვილმა

"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის კრიტიკას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics