2015-01-21 11:58:58, 772 ნახვა
ეკონომიკა
წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 457 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11457 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2861 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8596 მლნ. აშშ დოლარს (7 პროცენტით მეტი).
მათივე ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5735 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან