2015-06-14 16:10:41, 671 ნახვა
სხვადასხვა
სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს დახმარება შესთავაზეს
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, იდეალური პირობები არ იქნება თუმცა ზოოპარკს ცხოველების მიღების შესაძლებლობა აქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა დახმარება უკვე შესთავაზეს.
„სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა დახმარება შემოგვთავაზეს მათ შორის პრაღის ზოოპარკმა, რომელიც გამოუშვებს ჯგუფს დასახმარებლად, ასევე ერევნის ზოოპარკმა შემოგვთავაზა დახმარება და ძალიან ბევრმა არ მინდა ყველა ჩამოვთავალო“,-განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან