13:00 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 12:40:32, 626 ნახვა

რეგიონი
Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში ბათუმში სასტუმრო ადგილები დაჯავშნილია

აჭარაში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროების უმრავლესობა ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ივნისის მეორე კვირა, ბათუმში Maroon 5-ის კონცერტის პერიოდი.

5-8 ივნისს ბათუმში არსებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების უმრავლესობა გაყიდული ან დაჯავშნილია.

 თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ როგორც არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შერატონს, ჰილტონსა და რედისონს, ასევე  ქალაქში არსებულ სხვა მაღალი კლასისა და დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს. ქალაქში ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდებიან ჯაზ ფესტივალის განმავლობაშიც, რომელიც ბათუმში 15-24 ივლისს გაიმართება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების მზარდ რაოდენობას განსაკუთრებით რეგიონის სამიზნე ქვეყნებიდან ელოდება.

რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ქალაქში დაგეგმილი კულტურულ-გასართობი პროგრამების პოპულარიზაციას დეპარტამენტი 10 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია) აქტიურად ეწევა.

გარდა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა, რომელიც წელს რეგიონის სტუმრებს პროექტ „ჰით ბათუმი“- ს ფარგლებში მრავლად ელოდებათ, საშუალება აქვთ მაღალმთიანი აჭარის ახალი და გასულ წელს არსებული ტურისტული მარშრუტებით ისარგებლოს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ესენია მირვეთის ექსტრემალური ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics