12:19 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 17:32:20, 2570 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი: ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან მიმართებაში შეცდომებს ხშირად უშვებს

ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთში ვიზიტისას კომენტარი გააკეთა და კვლავ ევროპა დაადანაშაულა.

"სლოვაკეთის პრეზიდენტთან საუბარი ევროკავშირთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც მქონდა [...] ევროკავშირი რომ შეიქმნა, ეს იყო სამშვიდობო იდეა, დაფუძნებული ეკონომიკურ განვითარებაზე, თანასწორობაზე, სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე. ამ ეტაპზე კი, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია ჩვენთან მიმართებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. საქართველო ამ ღირებულებების ერთგულია.

ჩვენთვის სამაგალითოა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს და ჩვენი ხალხი ევროკავშირში სლოვაკეთის პოზიციონირებას იმედიანად შესქცერის, რადგან ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ევროკავშირის წევრი გავხდეთ, თუმცა დაცული უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი და სამართლიანობის პრინციპი. ჩვენ მოლაპარაკება არ შეგვიჩერებია, ყოველთვის მზად ვართ. ახლაც აღვნიშნავთ, რომ სამართლიანი და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზად ვართ. მაგრამ, ამ პროცესს მეორე მხარე სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ბრიუსელის ბიუროკრატია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, იმედს გვაძლევს ის ქვეყნები, მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ეს პრინციპები გააჩნია და მათი მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მუდმივად აქვს - სლოვაკეთი სწორედ ერთ-ერთი მათგანია", - თქვა ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics