2026-02-28 11:17:15, 2230 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანული სანქციის გამო „იმედში“ ხელფასი „ქეშად“ აიღეს - რადიო თავისუფლება
ბრიტანული სანქციის გამო „იმედში“ ხელფასი „ქეშად“ აიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებს ტელევიზიის წარმომადგენელიც.
„კონვერტით არიგებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც ამ არხის თანამშრომელია.
ჩვენი ინფორმაციით, როგორც წესი, „იმედში“ ხელფასი ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიცემა - დღევანდელი დღე - 27 რიცხვი, თებერვალში ბოლო პარასკევს დაემთხვა. - წერს რადიო თავისუფლება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,