01:14 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-30 09:43:51, 25482 ნახვა

სამხედრო
უკრაინის საჰაერო ძალების AN-124 Ruslan-ის ტიპის მძიმე-სატრანსპორტო თვითმფრინავი, საქართველოში დაეშვა

MILITARNYI-ის ინფორმაციით, როგორც ირკვევა, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა უკრაინის საჰაერო ძალების AN-124  Ruslan-ის ტიპის მძიმე-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც ჩვენი საჰაერო ძალებისთვის ისრაელიდან ჩამოიტანა SPYDER-ის ჰაერსაწინააემდეგო თავდაცვის  სისტემის 3 გამშვები დანადგარი, უცნობია საზენიტო რაკეტებიც “გადმოიტანეს”, თუ არა…. 

სამხედრო ანალიტიკური გამოცემის "ალფა სიხშირის" ინფორმაციით, საქართველოს 2020 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტი Rafael Advanced Defense Systems-თან მხოლოდ არსებული SPYDER-ის  სისტემის ექსპლუატაციას, გარემონტებას  და პერსონალის გადამზადებას ეხებოდა, რომელიც საქართველომ 2008 წელს შეიძინა. ახალი სისტემების შეძენაზე ლაპარაკი არ ყოფილა  – ეს იყო $12 მილიონი დოლარის ღირებულების მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ სისტემის მდგომარეობის აღდგენას ემსახურებოდა. 2020 წლის შემდეგ არც ერთი ახალი შეძენის შესახებ  ოფიციალური თბილისისგან საჯაროდ არაფერია ცნობილია.

საქართველოს 2008 წლიდან შეიარაღებაში   აქვს SPYDER-Sr-ის საჰაერო  თავდაცვის სისტემა, რომელიც  15 კმ-ზე მფრენ PYTHON-4-ის ტიპის სითბურთავაკიან ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს იყენებდა- სწორედ მის ანგარიშზეა რამდენიმე ჩამოგდებული რუსული მოიერიშე/ბომბდამშენი 2008 წლის აგვისტოს ომში…  

 ფოტოზე ნაჩვენებია მომენტი, როდესაც SPYDER-ის  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების  გამშვებ დანადგარებს  უკრაინული თვითმფრინავის ბირტზე დასატვირთად ამზადებენ- ბენ-გურიონის აეროპორტში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics