2025-01-24 15:02:14, 1280 ნახვა
რეგიონი
მაია კალანდია - ზუგდიდში ა(ა)იპების იმ თანამშრომლებს, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებენ, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან
"კოალიცია ცვლილებისთვის" ზუგდიდის საკრებულოს წევრი მაია კალანდია ხელისუფლებას უკანონობაში ადანაშაულებს.
დეპუტატის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებს და ა(ა)იპის თანამშრომლებს, ვინც ხელისუფლების მოქმედებებს აპროტესტებს, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრება.
კერძოდ, კალანდიას თქმით, ყველა ასეთ თანამშრომელს მხოლოდ ერთთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდათ. მისივე განმარტებით, ეს არის პირდაპირი ზეწოლა საჯარო მოხელეებსა და ა(ა)იპების თანამშრომლებზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,