18:35 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 09:29:21, 6089 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩინეთში covid19-ით ინფიცირების რიცხვი მკვეთრად იკლებს

დღეს ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 10 საზღვარგარეთიდა გავრცელდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს ადგილობრივი გადაცემის გზით ინფიცირების მხოლოდ 14 შემთხვევა აქვს.

მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსს ებრძვიან, ინფიცირების ახალ შემთხვევათა ასეთი დაბალი მაჩვენებელ პირველად ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ ჩინეთს დღეში 2000 ან მეტი ინფიცირების ახალი შემთხვევა ჰქონდა ხოლმე.

იტალიაში ინფიცირების შემთხვევები იმატებს. დღეის მდგომარეობით აქ სულ 10 149 ინფიცირებულია. ქვეყანა კვლავ წითელ ზონაში რჩება. 60 მილიონი ადამიანი ბლოკადაშია, რაც ნიშნავს შეზღუდულ გადაადგილებას, სკოლები დახურულია, შეჩერებულია საზოგადოებრივი სერვისები და გაუქმებულია საზოგადოებრივი ღონისძიებები. დღეს ქალაქები და საზოგადოებრივი სივრცეები ცარიელია.

ბოლო დღეებში იაპონიაში დაფიქსირდა შემთხვევების ზრდა და ამ შაბათ-კვირას აპირებს გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის ამოქმედებას.

ავსტრალიაში მთავრობამ 1.56 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, რადგან ინფიცირების რიცხვი იზრდება. ავსტრალიაში სულ ახლა 112-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

.

აშშ-ში შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 1 000 – ს აღწევს. სკოლები იხურება, საზოგადოებრივი ღონისძიებები გაუქმებულია, ხოლო თანამშრომლებს განუცხადეს, რომ სახლიდან უნდა იმუშაონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics