13:24 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 09:51:01, 508 ნახვა

სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  1981 წელს დაბადებული ხვიჩა რ.   ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით,  ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მაშინ დააკავეს, როდესაც მას სოფელ სურების ტერიტორიაზე მდებარე ტყეში დამალული იარაღი საკუთარი ავტომანქანით, ამავე სოფელში -  საკუთარ საცხოვრებელ სახლში  გადაჰქონდა.

"დაკავებულის ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან  ამოღებულია „ა-კა-ესი“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 36 საბრძოლო ვაზნით. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2-ე ნაწილებით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics