2015-05-07 12:20:57, 742 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის დასავლეთ რეგიონში ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა შეიარაღებულმა პირებმა მაშინ განახორციელეს, როდესაც სკოლაში ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა.
თავდამსხმელები სტადიონზე გასვლას შეეცადნენ, სამართალდამცავებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა.
ინციდენტის დროს სკოლაში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როომელმა დაჯგუფებამ განახორციელა სკოლაზე თავდასხმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან