2017-06-15 13:19:24, 1696 ნახვა
Lifestyle
ნიკა მელიას ინფორმაციით, დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი პოლიციას გაექცა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდამსხმელი ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ.
ამის შესახებ მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„თავდასხმელი კი დააკავეს, მაგრამ ამ წუთას ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ“,-წერს მელია.
შეგახსენებთ, იუმორისტ დავით როსტომაშვილს გუშინ თავს დაესხნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან