13:51 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-03 10:08:18, 639 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზირებულ  ბრიგადაში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების  „მაღალი დონის პარტნიორობის“ (Noble Partner) დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაისში დაგეგმილი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების საბოლოო დეტალების განხილვის მიზნით  აშშ-ის ევროპული სარდლობის ოპერაციების დაგეგმვის მთავარი ოფიცერი, ბრიგადის გენერალი ჯონ ჰორტი საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.

დაგეგმვის კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების, გენეარალური შტაბის G3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ და I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი შენგელიამ მიიღეს. 

გენერალმა ჯონ ჰორტმა ის სასწავლო ობიექტებიც მოინახულა, სადაც ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნები გაიმართება. ამერიკელმა გენერალმა ქართველ კოლეგებთან ერთად სწავლების გრაფიკსა და განხორციელების საკითხებზეც ისაუბრა. 

სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“  საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება  ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების  ასეულები ჩაერთვებიან. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics