2015-04-01 10:36:33, 854 ნახვა
მსოფლიო
მძევლად აყვანილი თურქი პროკურორი სპეცოპერაციის დროს დაიღუპა
სტამბოლის ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თურქი პროკურორი სელიმ ქირაზი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თავდამსხმელებმა სასამართლოს შენობის მეექვსე სართულის ბლოკირება მოახდინეს, შენობის ევაკუაციის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმმა მისი შტურმი დაიწყო.
ცნობისთვის, თურქი პროკურორი, 2013 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაღუპული თინეიჯერების მკვლელობის საქმეს იძიებდა, ის რადიკალურმა დაჯგუფებამ სასამართლოს დარბაზში მძევლად აიყვანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან