2015-03-05 10:21:43, 974 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება
„ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება“,-ამის შესახებ ბრიუსელში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმება სერიოზულად ირღვევა, აქედან გამომდინარე ევროსაბჭო და ევროკომისია მზად არიან რუსეთისთვის ახალი სანქციების შემოღებაზე დაიწყონ მუშაობა.
კონგრესზე სიტყვით ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი გამოვიდა.
ნულანდმა ევროპელ კოლეგებს უკრაინაში ათასობით რუსი ჯარისკაცის ყოფნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან