12:14 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 11:09:53, 672 ნახვა

ეკონომიკა
"საქართველოს ბანკი" დოლარში სესხის მქონე მომხმარებლებს ახალ პირობებს სთავაზობს

„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, სესხი კი, აშშ დოლარში აქვთ აღებული, კარგი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში, მათ სურვილისამებრ შეუძლიათ ბანკს მიმართონ, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ბაკნის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, ზემოთ აღნიშნული მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადოს იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა.

 მისივე თქმით, მომხმარებელს არსებული საპროცენტო განაკვეთი შეუნარჩუნდება.

ამასთან, გილაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მათ მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღეს.

„კაპიტალის მდგომარეობა და გრძელვადიან რესურსებზე წვდომა საშუალებას აძლევს ბანკს, მომხმარებელს ხსენებული წინადადება შესთავაზოს“, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics