13:05 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-25 13:36:38, 1211 ნახვა

სამართალი
2026 წლის პირველ ორ თვეში ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები 101%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-თებერვალში, ჯარიმებიდან და საჯარიმო სანქციებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 43,996 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები 24,187 მილიონი ლარით გაიზარდა.

საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ჯარიმებიდან და საჯარიმო სანქციებიდან მიღებული შემოსავლები 87,501,855 ლარს შეადგენდა, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 43,505,531 ლარს შეადგენდა.

ჯარიმებიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა 101%-ით გაიზარდა.

2026 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში მიღებული 87,501 მილიონი ლარიდან 71,835 მილიონ ლარზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მოდიოდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიუჯეტმა ამ მუხლიდან 36,20 მილიონი ლარი მიიღო.

გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან მიღებული ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზარდა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ხაზინამ 48,972,300 ლარი მიიღო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 24,784,839 ლარი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics