2026-01-25 14:54:16, 792 ნახვა
სამართალი
მუხრანის ცენტრში მოკლული ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი არიან
მუხრანის ცენტრში მოკლული ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი არიან. ქილარჯიანისა და სანამაშვილის მკვლელობისთვის ამ დრომდე უცნობია, ჰყავს თუ არა დაკავებული შსს-ს.
გუშინ, მუხრანში ავტომობილში ზურა სანამაშვილი და გია ქილარჯიანი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ქილარჯიანი მოქმედი სამხედროა. მკვლელობის მოტივად წარსული უთანხმოება და შურისძიება სახელდება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით - 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,