00:51 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:24:34, 784 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფუნქციასთან დაკავშირებით, დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მოუწოდებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფუნქციასთან დაკავშირებით დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს.

სერგეენკოს თქმით, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა  კონკრეტული შრომითი დავების, ან რაიმე სხვა სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული  გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შრომით დავებს შეეხება.

მისივე განმარტებით, სამმხრივი კომისია უკვე შეიკრიბა შარშან და გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მინისტრს  მედიაცია დაევალა:

„სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა,  მნიშვნელოვანია, მაგრამ აღარ მახსოვს მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო  ღრმად ჩაიხედოს დეტალებში და პროცესებში. კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა  კონკრეტული შრომითი დავების, ან რაიმე სხვა სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული  გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შრომით დავებს შეეხება. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც უკვე შეიკრიბა შარშან და გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია. ხაზს ვუსვამ, სამმხრივი კომისიის ფუქნცია არ არის კონკრეტული  შრომითი დავების განხილვა, ეს არის პოლიტიკის და სტრატეგიის შემმუშავებელი, ასე ვთქვათ, საბჭო და არა კონკრეტული შრომითი დავების განმხილველი. ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურადაა ჩართული, მონაწილეობს ამ პროცესში და ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დაგდგენილი ნირმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეულია ადამიანები“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, მეშახტეთა პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას. მისივე თქმით, აუცილებელია, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ამოქმედდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics