2026-04-09 10:53:11, 546 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.
ირაკლი კობახიძემ ბრძანება 8 აპრილს გამოსცა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი", - ნათქვამია ბრძანებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,