12:59 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 13:52:20, 1914 ნახვა

ეკონომიკა
იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 23.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 1 609.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 480.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 19%-ით], ხოლო იმპორტი 1 129.5 მილიონ აშშ დოლარს [შემცირდა 33.7 %-ით]. 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2026 წლის იანვარში, 649.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (247.1 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთი (223.3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (195.4 მილიონი აშშ დოლარი).

აღსანიშვნავია რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში აღარაა აშშ.

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (66.1 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (52.1მ ილიონი აშშ დოლარი) და ყირგიზეთი (49.9 მილიონი აშშ დოლარი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics