17:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:45:48, 880 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ევროპის უსაფრთხოებისთვის 2014 წელი შავი წელი იყო

„ევროპის უსაფრთხოებისთვის 2014 წელი შავი წელი იყო“,-ასე შეაფასა ყოველწლიური ანგარიში ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნო.
სტოლტენბერგი ყოველწლიურ ანგარიშში ყველა იმ თემას შეეხო, რასაც გასულ წელს ადგილი ჰქონდა.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოსთვის ღირებული პარტნიორია.
მომავალ კვირას გავმართავთ ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად. ეს არის ნატო-სა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულება. დავიწყეთ არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელიც ეხება თავდაცვის შესაძლებლობების შექმნას და საქართველოს დახმარებას შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმირებაში. ვქმნით საწვრთნელ ცენტრს, სადაც ნატო-ს ინსტრუქტორები ქართველ ოფიცრებთან, სამხედრო პერსონალთან ერთად იმუშავებენ. მათ ჩაუტარდებათ ინსტრუქციები და წვრთნა,“ -განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics