2015-01-16 10:09:43, 612 ნახვა
პოლიტიკა
თბილისს დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი ეწვევა
16-19 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, სპენსერ ოლივერი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სპენსერ ოლივერი ასევე შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით დონდუას. შეხვედრაზე იგეგმება მიმდინარე საკითხებისა და საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან