2015-03-30 16:35:45, 1360 ნახვა
სპორტი
კვირიკაშვილი: სულისშემძვრელი ფაქტია, როდესაც დღისით, მზისით ხდება ასეთი მკვლელობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეს უმოკლეს დროში გამოიძიებენ.
"სულისშემძვრელი ფაქტია, როდესაც დღისით მზისით ხდება ასეთი მკვლელობა. პრემიერ-მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ უახლოეს პერიოდში იქნას გამოძიებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს, მას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლილი იარაღიდან ესროლა. ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციებს ფლობდა. ოჯახის წევრები მკვლელობას გიორგი უდესიანს უკავშირებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან