2026-02-05 10:38:29, 3687 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ოფიციალურად, ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დამცველების მნიშვნელოვანი რაოდენობა კვლავ დაკარგულია.
ამის შესახებ, ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინაში 55 000 ჯარისკაცი, როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული, ოფიციალურად დაიღუპა ბრძოლის ველზე“. - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ასევე არის „დიდი რაოდენობით ადამიანი, რომელსაც უკრაინა დაკარგულად მიიჩნევს“.
გასული წლის თებერვალში NBC-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს 46 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ათიათასობით ადამიანი დაკარგულია ან ტყვეობაშია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,