21:45 - 11 Apr, 2026
|
2025-09-10 21:33:45, 3184 ნახვა
სხვადასხვა
Oracle-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდა
„Bloomberg“-ის ცნობით, „Oracle“-ის დამფუძნებელი ლარი ელისონი პირველად გახდა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი და გაუსწრო ილონ მასკს, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო ამ სიის სათავეში. 81 წლის ელისონმა ნიუ-იორკის დროით დილის 10:10 საათისთვის 101 მილიარდი დოლარი მოიმატა მას შემდეგ, რაც „Oracle Corp.“-მა გამოაქვეყნა კვარტალური შემოსავლების ანგარიში, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა და კორპორაციის შემდგომი ზრდის პერსპექტივებზე მიუთითა. „Bloomberg Billionaires Index“-ის მონაცემებით, ელისონის წმინდა ქონებამ 393 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს იყო ინდექსის ისტორიაში სიმდიდრის ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა. ილონ მასკის წმინდა ქონება ამჟამად „მხოლოდ“ 385 მილიარდ დოლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)