|
2026-03-25 15:22:34, 12691 ნახვა
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
"ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები ნინო წილოსანი და ირაკლი ქადაგიშვილი "დოას" ლიდერის ელენე ხოშტარიას არასრულწლოვან შვილებს ესხმიან თავს. შვილებთან დაკავშირებული განცხადებები მედიასთან ივანიშვილის ორივე მარიონეტმა დღეს გააკეთეს. "ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა. ელენე ხოშტარია არის დადასტურებულად დამნაშავე, კრიმინალი, რომელსაც არაერთხელ აქვს გამეორებული ის ხულიგნობები თუ დანაშაულები, რომლისთვისაც ის სასჯელს იხდის. მან თავისი თავი დააპოზიციონირა როგორც რევოლუციონერი, ხელისუფლების გადატრიალებაში მონაწილე პირი. ის პირდაპირ აცხადებს, აქციის მონაწილეებს პოლიციელებზე თავდასხმის საშუალებებით ამარაგებდა, ამიტომ სასამართლოს არაფერი განსხვავებული განაჩენი არ გამოუტანია იმისგან, რაც მან თავად აღიარა. ყოველ შემთხვევაში, ელენე ხოშტარია თავადვე პოზიციონირებს როგორც კანონდამრღვევი. ამიტომ საკუთარი ოჯახი და 4 შვილი ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ და ყველაზე მეტად განსაცდელის ქვეშ მან მაშინ დააყენა, როდესაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო მუშაობა" | თქვა ნინო წილოსანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას. ანარქისტულ ელემენტებს პასუხისგებაში მიცემა მოუწევთ. შემდეგ სპეკულაცია იწყება, ეს არის პოლიტპატიმარი, ოთხი შვილის დედა და ა.შ. თავისმა ოთხმა შვილმა მოკითხოს დედამისს რა“, — ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე. 24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით - 2025 წლის 14 სექტემბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დააწერა: „რუსული ოცნება“. რუსულ რეჟიმს როდესაც ებრძვი, არ აღიარებ და გესმის, რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, სასაცილოდაც არ ჰყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დასაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)