12:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 13:04:34, 3184 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი - მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის 100-ზე მეტი კონტაქტია გამოვლენილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის 100-ზე მეტი კონტაქტია გამოვლენილი.

როგორც მან აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს ყველა მათგანის არამხოლოდ მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.

„დღეის მდგომარეობით, სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 250 ადამიანი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დადასტურებული კორონავირუსი მათთან არ არის, მაგრამ გარკვეული სიმპტომებიდან გამომდინარე მათზე მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება. ასევე, ჩვენ გვყავს კარანტინში განთავსებული ჩვენი მოქალაქეები და მათი რიცხვი არის 3500-მდე. ამ ეტაპისთვის, მათაც არ აქვთ არანაირი სიმპტომი და მათზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგოების დაკვირვება. თქვენთვის ცნობილია მარნეულში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ასევე, აქ გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი უკვე, რომელსაც ჩვენს პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა. უკვე გასულები არიან ჯგუფები და ატარებენ საველე სამუშაოებს. მიმდინარეობს ყველა ადამიანის არამხოლოდ მოკვლევა, არამედ უკვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ჩვენ ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომლებსაც აუცილებლად გავაცნობთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics