2015-01-25 15:05:14, 926 ნახვა
კომენტარი
ზურაბ გამეზარდაშვილი მისთვის შს მინისტრის პოსტის შეთავაზებას არ ადასტურებს
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის შეთავაზების ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობას ამ თემაზე მასთან კონსულტაციები არ ჰქონია.
"ჩემს მინისტრობასთან დაკავშირებით ჩემთან კონსულტაციები არ გამართულა. შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა",-განაცხადა ზურაბ გამეზარდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ, თანამდებობა 23 იანვარს დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან