2016-12-08 15:35:56, 3008 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო Lifestyle
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა "შეჩერების მექანიზმზე" LIBE-ს კომიტეტის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა, LIBE-ს კომიტეტის მიერ ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დაამტკისება დადებიტად შეაფასა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც შულცმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მომხსენებლებმა დიდი შრომა გაწიეს, შეთანხმებული ვარიანტის დასამტკიცებლად.
"როგორც იქნა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტის დაამტკისება მოხდა. ეს ჩვენი მომხსენებლების დიდი დამსახურებაა. ევროპარლამენტი სექტემბრიდან მზად არის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა დააწესოს. ჩვენ არ ველოდებით, რომ საბჭო აღნიშნულ პროცესებს რამენაირად შეაყოვნებს", - წერს შულცი.
ცნობისთვის, LIBE-ს კომიტეტმა ე.წ შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა.
ევროპარლამენტის წევრის, საქართველოს საკითხზე მომხსენებლის მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობა მომავალ კვირაში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა შეჩერების მექანიზმის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან