2015-02-25 11:37:54, 539 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდება.შეხვედრა 12:30 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების საკითხებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ახალი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.26 ლარად არის შესაძლებელი. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0648 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება 2.55 ლარს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან