12:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 15:29:56, 775 ნახვა

Lifestyle
ირმა ინაშვილი პრემიერს: გადააყენეთ თავდაცვის მინისტრი

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობიდან გადააყენოს.

როგორც ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ხიდაშელის მხრიდან სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს: მოგეხსენებათ, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება,- საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ვიდრე მიმდინარეობს გამოძიება, თავდაცვის მინისტრი გადააყენეთ დაკავებული თანამდებობიდან. ეს გამორიცხავს თავდაცვის მინისტრის მხრიდან სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეწოლა გარდაუვალი იქნება. თინა ხიდაშელს ვურჩევ: თავი დაანებოს ე.წ. ვექტორებზე ლაპარაკს. ეს ვექტორები არაფერ შუაშია. საგარეჯოში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ დანაშაულში ბრალს ვდებ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს. არავითარი პროდასავლურობა არაა არჩევნების გაყალბება და ამ სისულელის ტირაჟირებას დაანებოს თავი. ხომ გადაიყვანა კადრების განკარგულებაში ის სამხედრო პირები, რომელთა ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება. ვგულისხმობ, აფრიკაში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობის თემას. თვითონაც გადადგეს გამოძიების დასრულებამდე“, - წერს ირმა ინაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics