14:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-05 12:50:23, 1681 ნახვა

კომენტარი
ნიკოლეიშვილი - გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა პატრიოტობის, ვაჟკაცობის მაგალითი

„გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა პატრიოტობის, ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს - თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს - ნუ დაუხრით რეჟიმს თავს.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა

„გუშინ იმ ხუთმა ადამიანმა გვაჩვენა, რომლებიც დააკავეს, პატრიოტობის და ვაჟკაცობის მაგალითი და იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ებრძოლო რეჟიმს. ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ არის ეს დამოკიდებული იმაზე რამდენ ადამიანს დაიჭერენ, თუ დამიჭერენ მე, დარწმუნებული ვარ ის ასი ათასობით ადამიანი გუშინ რომელიც გამოვიდა ქუჩაში, არ გაჩერდება, ასე გაგრძელება უბრალოდ არის წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ ქართველი ერი, რომელსაც აქვს ხუთჯვრიანი დროშა, შეეგუოს ამ რუსულ რეჟიმს. ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ბატონი ბერიძე. ეს ადამიანები არიან მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდე და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს და თუ ვინმე ამაზე ხმამაღლა საუბრობს, შეიძლება რაღაცები არ გამოდიოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა გაჩერდეს, ეს ადამიანები გუშინ თავგანწირვით იბრძოდნენ, თავისი მაქსიმუმი - თავისუფლება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა დააყენეს რისკის ქვეშ. მე არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას და დანებებას, ასევე მოვუწოდებ ყველა ადამიანს - ნუ დაუხრით რეჟიმს თავს.“ -  განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics