14:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 11:45:29, 820 ნახვა

Lifestyle
კახა კალაძე: ჩვენ ვალდებულები ვართ ქალებს ვაგრძნობინოთ თავისუფლება

“ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი - მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება”, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე ქალებს 8 მარტს ულოცავს. მინისტრის მისალოც პოსტში წერია, რომ ჯანსაღი საზოგადოების დედა მხოლოდ თავისუფალი ქალია.

„ყოველი საზოგადოების სახეა ქალების მდგომარეობა და ქალებისადმი დამოკიდებულება.

ჩვენ დღეს ვჩუქნით საჩუქრებს, ყვავილებს, ვუძღვნთ ლამაზ სიტყვებს და ვუსურვებთ საუკეთესოს.

დღეს - 8 მარტს არის ის ყოველწლიური შეხსენება, რომ ქალების უფლებები, ქალების პრობლემები და მათი საზოგადოებრივი აქტიურობა არის ჩვენი - მამაკაცების ხელში, ჩვენ ვართ ვალდებულები მივცეთ მათ ასპარეზი, დავუდგეთ მხარში და ვაგრძნობინოთ თავისუფლება.

მხოლოდ თავდაჯერებული, სიყვარულში მყოფი ქალი არის შემოქმედი ბედნიერი მომავლის.

მხოლოდ თავისუფალი ქალი არის ჯანსაღი საზოგადოების დედა!

გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად.

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!“ - წერს კახა კალაძე facebook-ზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics