17:48 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 11:24:15, 731 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო–ავსტრიის ბიზნესფორუმი იმართება

საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერის ვიზიტის ფარგლებში საქართველო–ავსტრიის ბიზნესფორუმი იმართება.

ფორუმზე, რომელიც „თბილისი მერიოტში“ მიმდინარეობს,  დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა,  ასევე ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანდრე რუპრეჰტერმა.  

ფორუმის ფარგლებში იმართება სექტორული პრეზენტაციები, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე ეკონომიკური პროექტების შესახებ, აგრეთვე  ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის 168 შეხვედრაა დაგეგმილი.

ავსტრიული დელეგაციის ინტერესის სფეროებია:  ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ავსტრიის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს 18 მაისს ეწვია და  საქართველოში მოქმედ საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემას გაეცნო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics