13:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 15:20:43, 432 ნახვა

საზოგადოება
პაატა ზაქარეიშვილმა სკოლა „ინტელექტში“ სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინიტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა სკოლა „ინტელექტში“ სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
სახელმწიფო მინისტრმა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ეთნიკური უმცირესობების წამომადგენლების ინტეგრაციის კუთხით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ასევე  მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
„ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი ეფექტური განხორციელება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების დაცვას, საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის უზრუნველყოფას, ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისა და განმტკიცების ხელშეწყობას. ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რადგან მოქმედ კონცეფციას 2014 წლის ბოლოს ამოეწურა ვადა.  ჩვენი სტრატეგიული მიზანია მათი აქტიური სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. სწორედ ამ მიზნისკენ იქნება მიმართული ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხით ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სახელმწიფო ენის სათანადოდ არცოდნაა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა პროგრამები, რაც მიზნად ისახავდა ქართული ენის სწავლებას და მის გაუმჯობესებას არაქართულენოვან სკოლებში.  ძალიან მნიშვნელოვანია  უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი აბიტურიენტებისთვის 1+4 პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს ეროვნული გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარონ და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა შეისწავლონ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა სკოლა „ინტელექტში“ გამართულ საჯარო ლექციაზე, სადაც 19 ეთნიკური ჯგუფის მოსწავლე სწავლობს.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა სახელმწიფო მინისტრს როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics