17:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 11:36:50, 925 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: პოროშენკომ ომი ყოფილ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან წააგო

რუსეთის ფედერაციიის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ომი ყოფილ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან წააგო.

როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა,  უკრაინის ხელისუფლებამ ალყაში მოქცეულ ადამიანების სიცოცხლეზე უნდა იზრუნოს.

„რა თქმა უნდა ნებისმიერი წაგება ცუდია, მითუმეტეს მაშინ როდესაც ბრძოლას ყოფილ მაღაროელებთან და ტრაქტორისტებთან აგებ, მაგრამ ეს  ცხოვრებაა.  ცხოვრება კი გრძელდება.  უკრაინის ხელისუფლებას ვურჩევ ამ მარცხზე არ ჩაიციკლოს  და იმ ადამიანების სიცოცხლის  გადარჩენაზე იზრუნოს, რომლებიც ალყაში  იმყოფებიან“,-განაცხადა კრემლის ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის  შეთანხმების მიუხედავად, პრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო დაპირისპირება არ წყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics