09:11 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 13:50:23, 1185 ნახვა

ომი უკრაინაში
წლის დასაწყისიდან პირველად, უკრაინაში ღამემ დრონებით შეტევის გარეშე ჩაიარა

1-ელი აპრილის ღამე გახდა პირველი 2025 წლის დაწყებიდან, როდესაც რუსეთის ჯარს უკრაინაზე კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში არ მიუტანია.

ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Українська правда ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების სტატისტიკის მიხედვით, რუსეთის ჯარმა 2025 წლის დაწყებიდან პირველად შეიკავა თავი დრონებით მასშტაბური შეტევისგან.

თუმცა, ამის მიუხედავად, ღამეს უკრაინისთვის რუსეთის თავდასხმების გარეშე არ ჩაუვლია. დნიპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილო ლუკაშუკის თქმით, საღამოდან დილამდე რუსეთის ჯარი განაგრძობდა ნიკოპოლის დაბომბვას. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამი კერძო სახლი, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა და ერთი ადმინისტრაციული შენობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics