12:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 14:28:29, 356 ნახვა

პოლიტიკა
კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატი წარედგინება

უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დარწმუნებულია,  რომ პარლამენტს მისი ღირსეული შემცვლელი წარედგინება.

ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რადისონში" განუცხადა, სადაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოცემული კრებულის პრეზენტაციას დაესწრო.

კოტე კუბლაშვილისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მთავარი კრიტერიუმები კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმია.

"მთავარი კრიტერიუმებია კეთილსინდისერება, ანუ პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს და მეორე პროფესიონალიზმი. დარწმუნებული ვარ, რომ გონივრული იქნება გადაწყვეტილება და ღირსეული ადამიანი წარედგინება პარლამენტს",-განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics