2015-01-06 18:55:02, 559 ნახვა
საზოგადოება
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა მიმდინარეობს
დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ვითარება საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე კვლავ რთულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ხდება თოვლში ჩარჩენილი ავტომობილების ეტაპობრივი გამოყვანა.
აღნიშნულ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო მოძრაობა შეუძლებელი გუშინ გახდა.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან