00:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 12:25:15, 560 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

8 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თინათინ ხიდაშელი მინისტერიალზე დასასწრებად ბელგიის სამეფოში გამთენიისას გაემგზავრა.

თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდება. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგასთან ტომაშ სემონიაკთან  მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.

„ვფიქრობ,უმნიშვნელოვანესი სხდომა იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე ბოლო შეხვედრაა, სადაც შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენი არგუმენტები და პოზიციები თავიდან ბოლომდე წარმოვადგინოთ. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება წარმატებული“, -განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მინისტერიალზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics