23:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 15:15:07, 594 ნახვა

პოლიტიკა
საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ოცნებას კიდევ ერთხელ მიმართონ

საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებულების მოთხოვნით "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მიმართონ. 

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "პირველების" ჟურნალისტის შესაბამის შეკითხვას. 

არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს ამაზე საუბრები ამაზე. ახალ უბრალოდ გესმით ესეთი დღეებია, წინ გვაქვს სინოდი ჩასატარებელი, წინ არის გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას. ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. 

ახლა უბრალოდ, გესმით, ასეთი დღეებია, წინჩასატარებელი გვაქვს სინოდი, გაფართოებული კრება. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. 

ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც. 

7 გზის, 70-ჯერ შეიძლება ერთი და იგივე რამეზე ვითხოვთ და თუ ვითხოვთ შეიძლება განგვეღოს მერე"- თქვა დეკანოზმა ანდროა ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics