18:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 20:43:38, 2309 ნახვა

სამართალი
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება

ივანიშვილის სუს-ის უფროსის, მამუკა მდინარაძის და მისი 4 მოადგილის ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ აღარ იძებნება. ამასთან ერთად, წაშლილია მდინარაძის ძველი დეკლარაციები 2017 წლიდან, როდესაც ის პარლამენტის წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია პუბლიკამ გაავრცელა. 

ტაბულა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული პირები წარმოადგენენ სუს-ის ხელმძღვანელრგოლს და შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება.

ამასთან ერთად, სუს-ის თანახმად, პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს.

"ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს. ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში". - გვითხრეს სუს-ში.

ივანიშვილის დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე 3 სექტემბერს აირჩიეს

3 სექტემბერს მდინარაძემ განაცხადა, რომ სუს-ში თავისი გუნდით მივიდოდა.

4 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მოადგილეები ლაშა მაღრაძე, ალექსანდრე მაისურაძე, ლევან ხარაბაძე და თამაზ ბორაშვილი გახდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics