13:30 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 13:03:38, 364 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციების დაჩქარებას ითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციების დაჩქარებას ითხოვს.ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციების პროცესის დაჩქარების მიზნით, პრეზიდენტის დავალებით,  პროტოკოლის სამსახური, პარლამენტის აპარატის შესაბამის სამსახურს უკვე დაუკავშირდა.
ამასთან, გიორგი კვერენჩხილაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი  კანდიდატურას დაასახელებს,  კონსულტაციებს აზრი ეკარგება.

"მოზარება იმის თაობაზე, რომ შეხვედრა უნდა შედგეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაასახელებს კანდიდატურას, მიმაჩნია, რომ კანდიდატურის დასახელების შემდგომ,  რაც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტიდ დისკრეციული უფლებამოსილებაა, კონსულტაციებს აზრი ეკარგება, ვინაიდან კონსულტაციების შედეგი და დანიშნულება არის სწორედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics